|
2024-08-22 13:44:08, 391 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ფინალურ რაუნდზე საბერძნეთში გაემგზავრებიან - პროექტის მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“
საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) მიერ, “საქართველოს ბანკის“, Economic Fundamentals Initiative (EFI)-ის და თავისუფალ უნივერსიტეტის პარტნიორობით ხორციელდება. ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდის 11 გამარჯვებული ეკონომიკის ბანაკში იღებდა მონაწილეობას. ერთი კვირის განმავლობაში ისინი საერთაშორისო, ფინალურ ტურში ასპარეზობისთვის ემზადებოდნენ, რომელიც 1-4 სექტემბერს საბერძნეთში გაიმართება. საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად 5 მოსწავლე შეირჩა. საბერძნეთში გამართულ ფინალურ ტურში საქართველოს წარადგენენ - ანი გვარამაძე, ანა მაისურაძე, თედო კილაძე, გიორგი პეტუაშვილი, მირიან ფაიქიძე. პირველად, ქართული დელეგაციის მიერ შექმნილ ბანაკში ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში ჩართული ქვეყნების გამარჯვებულებიც მონაწილეობდნენ უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებს შორის გამოცდილების გაზიარებას და ახალი ცოდნის შეძენას. ბანაკში მოსწავლეებს ლექციებს უკითხავდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ეკონომისტები, მათ შორის, წიგნის "საღი აზრის ეკონომიკა" თანაავტორები. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო ტურში მონაწილეობა 1 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. ეროვნულ რაუნდში კი გამოვლინდა 11 ფინალისტი, რომლებიც საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ, სადაც ფინალური ეტაპისთვის – საბერძნეთში საერთაშორისო რაუნდზე მონაწილეობისთვის ემზადებოდნენ.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)