05:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-23 23:29:44, 1392 ნახვა

სამხედრო
ხერსონის რაიონში ბრძოლების დროს ორი რუსი გენერალი დაიღუპა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ბოლო განცხადებით, ხერსონის რაიონში რუსეთის 49-ე გაერთიანებული არმიის ორი გენერალი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, განადგურდა რუსული არმიის მობილური სამეთაურო პუნქტი.

ჟურნალისტებმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დაიღუპა რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის სულ მცირე 14 წარმომადგენელი, მათ შორის ექვსი გენერალი, შვიდი პოლკოვნიკი და პირველი რანგის კაპიტანი. რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ ორი გენერლის - ანდრეი სუხოვეცკის და ვლადიმერ ფროლოვის გარდაცვალება დაადასტურა.

დასავლელი ექსპერტების შეფასებით, ორ თვეში უკრაინაში ბრძოლებში უფრო მეტი რუსი გენერალი დაიღუპა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვა კონფლიქტებში, რაც შეიძლება მიუთითებდეს არასაკმარის მომზადებასა და რუსული ჯარების მეთაურობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics