10:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-20 00:15:15, 1341 ნახვა

სამხედრო
რუსეთი უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ნათესავების მონაცემებს გაასაიდუმლოებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში დაღუპული სამხედროების ნათესავებისთვის ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ. 2015 წლიდან „სპეცოპერაციების“ დროს დაღუპული ჯარისკაცების მონაცემები სახელმწიფო საიდუმლოდ იქცა, 

აქამდე ოჯახის წევრებისთვის შეღავათებს გამგეობები, მერიები და  სამოქალაქო მოხელეები გასცემენ. ახლა თავდაცვის სამინისტრო სთხოვს მთავრობას, გადასცეს ეს უფლებამოსილება  რაც უფრო კონფიდენციალურს გახდის ინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში დაღუპული მონაწილეების შესახებ.

მოწმობა "დაღუპული ომის ვეტერანის ოჯახის წევრის" უფლებას აძლევს "ვეტერანთა შესახებ" კანონით დადგენილ შეღავათებს, მათ შორის პენსიაზე დანამატებს, საბინაო და კომუნალურ მომსახურებას, ვაუჩერებს სანატორიუმში.

გარდაცვლილის მშობლებსა და მეუღლეებზე, რომლებიც იღებენ რეგულარულ პენსიას ან არ არიან პენსიონერები, მისი ოჯახის წევრის მოწმობებს გასცემს რაიონის გამგეობები. გაცემულ მოწმობებს აღრიცხავენ სპეციალურ სააღრიცხვო წიგნებში.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ეს პროცედურა ჩეჩნეთში, სირიასა და სხვა ცხელ წერტილებში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის 2013 წლიდან მოქმედებს. თუმცა, უკრაინის ომში დაღუპული სამხედროების ახლობლებს თავდაცვის სამინისტრო სთავაზობს სპეციალური წესის შემოღებას - მათ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებში მოწმობების მიღება მოუწევთ. ამის შესახებ მთავრობის იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული კანონპროექტიდან გამომდინარეობს.

ახლა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისები პასუხისმგებელნი არიან პენსიებისა და შეღავათების მინიჭებაზე მხოლოდ სამხედროების ინვალიდ ნათესავებს მარჩენალის დაკარგვასთან დაკავშირებით.

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების გვარებს ახლა რეგიონების ხელისუფლება ავრცელებს, რომლებიც საჯაროდ სამძიმარს უცხადებენ მათ ახლობლებს, ასევე თავად ნათესავებს. მარტში BBC-მ, მხოლოდ დაღუპულთა შესახებ სპეციფიკური ინფორმაციის შემცველი ცნობების საფუძველზე, 557 დაღუპულთა სია შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics