08:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-19 02:06:20, 1626 ნახვა

სამხედრო
5 ძირითადი მიმართულება საიდანაც რუსმა ოკუპანტებმა აღმოსავლეთ უკრაინაზე შეტევა დაიწყეს

სამხედრო ანალიტიკების ქართული ჯგუფი  World Military-ანალიტიკა - წერს, რომ უკრაინაში მთელი ყურადღება აღმოსავლეთ ფროტნის ხაზზეა მიპყრობილი, სადაც რუსებმა კომპლექსურად არტილერიასთან და ავიაციასთან ერთად დაიწყეს სახმელეთო შეტევების მთელი კასკადი: 
">World Military-ანალიტიკა  შეტევის 5 მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც რუსმა ოკუპანტებმა ინტენსიური შეტევა წამოიწყეს.
1. მიმართულება პირველი - ზაპოროჟიეს ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, რუსეთის სახმელეთო ძალებმა მძიმე ტექნიკით დაიწყეს მასიურებული შეტევები უკრაინულ თავდაცვით პოზიციებზე.
2. მიმართულება მე-2 - ხარკოვის რეგიონის სამხრეთით, იზიუმიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბატალიონის ტაქტიკურმა ჯგუფებმა მსხვილკალიბირიანი არტილერიისა და ქიმიური (ჯერ ამოუცნობი) საშუალებების გამოყენებით დაიწყეს შეტევა  სლავიანსკისა და ბარვინკოვეს მიმართულებით.
3. მიმართულება მე-3 - რუსულმა ძალებმა გაარღვიეს კრემინა-რუბიჟნოეს თავდაცვითი ზღდუეები და აღმოსავლეთიდან კრემინა-ზარეჩნოე-ლიმანის მიმართულებიდან უტევენ სლავიანსკის მიმართულებით.
4. მიმართულება მე-4 - რუსული ძალები მასიური საარტილერიო ცეცხლი შემდეგ უტევენ ქალაქ პოპასნას, პარალელურად ცდილობენ გარღვევას ლისიჩანსკის მიმართულებით, ინტენსიურად იბომბება სევეროდონეცკი და რუბიჟნოე, სავარაუდოდ იქაც სახმელეთო შეტევები დაიწყება.
5. მიმართულება მეხუთე - დონეცკის სეპარატისტული ძალები და რუსული ბტჯ-ები უტევენ დონბასის ცენტრის გასარღვევად, ქალაქ ავდიივკას მიმართულებით, ქალაქზე მუშაობს მზიმე არტილერია და დაიწყო სახმელეთო შეტევა.
პარალელურად, რუსული არტილერია, სარაკეტო ჯარები და ავიაცია ურტყამს ქალაქ ხარკოვსა და მიკოლაევს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics