2022-04-15 22:05:56, 1119 ნახვა
სამხედრო
სევასტოპოლში კრეისერ მოსკვას გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა
რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლში, წინა დღეს შავ ზღვაში ჩაძირული სარაკეტო კრეისერის მოსკოვის გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა.
ცერემონიას საზღვაო ძალების ვეტერანები და მღვდელი ესწრებოდნენ. ერთ-ერთ სამგლოვიარო გვირგვინზე ჩანს ლენტი წარწერით „გემს და მეზღვაურებს“.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩაძირული კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა, არ დაუზუსტებია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მასზე.
უკრაინული მხარე აცხადებს, რომ შტორმის გამო მოსკოვის ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ მოხერხდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,