14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-03 10:11:44, 1098 ნახვა

სამხედრო
ბრიტანეთს სურს უკრაინის შეიარაღება ოდესის დასაცავად - The Times

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სურს ჩაშალოს პუტინის გეგმები სამხრეთ უკრაინასთან დაკავშირებით და შეიარაღებულ ძალებს გაუგზავნოს იარაღი, რომელიც საჭიროა ოდესის ეფექტურად დასაცავად.

ამის შესახებ The Times-ის სტატიაშია ნათქვამი.

ლონდონს სურს, უკრაინა  გემსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიიარაღოს რუსული გემების მოსაგერიებლად. იგივე იარაღი დაეხმარება სანაპირო ქალაქების დაცვას ზღვიდან დაბომბვისგან. ჯონსონმა მინისტრებთან საუბარში გამოთქვა სურვილი შეიძინოს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და მიაწოდოს ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა თავიდან აიცილონ რუსული წინსვლა.

 პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ იგი შეთანხმდა ჯონსონთან უკრაინის თავდაცვის ახალ პაკეტზე. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსებმა ყურადღება გაამახვილეს დონბასის და სამხრეთ უკრაინის აღებაზე.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პუტინი 9 მაისამდე უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპაციას მოელის. თუმცა, როგორც ჩანს, საუბარია კონფლიქტის გახანგრძლივებაზე და „ჩეჩნური სცენარის“ გამეორებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics