23:29 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 11:04:08, 401 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია: ზოგიერთი მიმართულებით მუნიციპალიტეტის დაფინანსების წილი იზრდება

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გუშინდელ წესს მიესალმება, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს ეხება.
როგორც ნამრანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი წესი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის.
„თბილისის საკრებულომ ძალიან საინტერესო წესი მიიღო. ამაზე ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. ეს ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ადმინისტრირების წესში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დაზუსტდა და დაკონკრეტდა მთელი რიგი საკითხები, რომლებმაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობების ეფექტიანობა უნდა გაზარდოს“, – აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, ახალი წესის თანახმად, ზოგიერთი მიმართულებით მუნიციპალიტეტის დაფინანსების წილი იზრდება.
„აღნიშნული წესის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა დაფინანსებასთან დაკავშრებულ საკითხებში. ზოგიერთი მიმართულებით მუნიციპალიტეტის დაფინანსების წილი იზრდება, რაც ჩემი და ჩვენი გუნდის წინასაარჩევნო ერთ–ერთი დაპირებაა. ამ წესის მიღებით ეს დაპირება შესრულდა, ისევე როგორც ჩვენ წელს  გამგეობის დაფინანსება მთელი 17 მლნ ლარით გავზარდეთ, რათა გამგეობებმა მეტი პრობლემის მოგვარება შეძლონ“,– განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე გუშინ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგებობების აღრიცხვის ახალი წესი დამტკიცდა.
როგორც საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში კორპუსების მოვლა-პატრონობაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად აღარ იქნება მიღებული.
მისივე თქმით, შეიქმნება 5 კაციანი გამგეობები და კორპუსის კეთილდღეობაზე გადაწყვეტილებები კოლექტიურად იქნება მიღებული.
გარდა ამისა, მალაღურაძის ინფორმაციით, კორპუსებში იგეგმება შშმ პირებისთვის პანდუსების მოწყობა, რომელიც ნაწილობრივ მერიისგან დაფინანსდება. კორპუსების მოვლა-პატრონობის დროს კი, მალაღურაძის ინფორმაციით, აქცენტი  სახლების მდგრადობაზე გაკეთდება. "ყურადღება მიექცევა სახურავებს, წყალგაყვანილობას და აქცენტები გაკეთდება კეთილმოწყობაზე. ეს ყველაფერი კი,  მოხდება დედაქალაქის ბიუჯეტის ფარგლებში,  რომელიც უკვე დამტკიცებულია და არავითრი დამატებითი თანხები  საჭირო არ იქნება",-აღნიშნა  ნუგზარ მალაღურაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics