22:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-04 15:02:45, 1059 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალებში სპორტული ტურნირი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფებს შორის გამართული სპორტული ტურნირი დასრულდა.

ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს სპორტის ოთხ სახეობაში - ფეხბურთში, ფრენბურთში, მკლავჭიდსა და ძალოსნობაში შეეჯიბრნენ. 

გამარჯვებულებს თასები და მედლები თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ,  თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მთავარმა სერჟანტმა შალვა მთვარელიშვილმა, მე-4 მექანიზებული ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა კახაბერ ლაბაძემ და მე-5 საარტილერიო ბრიგადის მთავარმა სერჟანტმა დავით ბარბაქაძემ გადასცეს.

ტურნირი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აღმოსავლეთ სარდლობის ორგანიზებით სპორტული შეჯიბრი სამხედრო მოსამსახურეებს შორის მომავალშიც გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics