00:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-26 00:18:41, 869 ნახვა

სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ კოლეგას მასპინძლობს

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრი ტარანი საქართველოში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებამდე, მას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის მრავალწლიან მეგობრობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძემ და ანდრი ტარანმა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ერთმანეთს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს და კონფლიქტების მშვიდობიანად დარეგულირების მნიშვნელობა აღნიშნეს.

ორმხრივ შეხვედრაზე კოლეგებმა სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიც არის შავი ზღვისა და რეგიონის უსაფრთხოება, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატოსთან თავსებადობის ზრდა, სამხედრო განათლებისა და მედიცინის კუთხით თანამშრომლობა.

შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. გეგმის თანახმად, ქართული და უკრაინული მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში გამოცდილებას გაუზიარებენ.

26 მაისს ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გარდა, უკრაინის თავდაცვის მინისტრი წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრსაც ესტუმრება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics