13:19 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 17:34:44, 611 ნახვა

ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ბიუჯეტიდან ლარის კურსზე უარყოფითი დაწოლა არ იქნება

„უახლოეს თვეებში საქართველოს ბიუჯეტიდან ლარის კურსზე უარყოფითი დაწოლა არ იქნება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურება მსოფლიო ტენდენციის შედეგია.
 „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული რყევები იყო, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ის ტენდენცია, რომელიც მსოფლიოშია. ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ უფრო აქტიური იყოს, ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა.  მე მინდა, ერთი რამ ვთქვა, არც დეკემბერ–იანვარში და არც უახლოეს თვეებში, საქართველოს ბიუჯეტიდან ლარის კურსზე უარყოფითი დაწოლა არ იქნება“, – აღნიშნა ხადურმა.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პროგნოზს,ხადურის თქმით,  ამასთან დაკავშირებით  ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანოებთან კონსულტაციებს გააგრძელებს.
„ვაკვირდებით ყველა იმ მდგენელს, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის ეს არის ეკონომიკური მდგომარეობა  რეგიონში.  ყველა ქვეყანამ  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუარესა.  თუმცა, წლის დასაწყისიდან ჯერ 1 თვეც არ არის გასული და  არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია. მაგრამ,  ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანოებთან, იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროების შემთხვევაში დავაზუსტოთ ზრდის პროგნოზი“, – განაცხადა ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics