16:07 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 17:32:09, 932 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონ ვახტანგს აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში

„ბატონ ვახტანგს აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში, უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას, ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„დღეს პოლიცია არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, სამართალდარღვევა მკაცრად, კანონის ფარგლებში იქნება დასჯადი. არავითარი კომპრომისი პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე. თუ ჩვენ გვსურს სამართლებრივი, ამავდროულად სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ კანონი და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად. ბატონ ვახტანგთან მქონდა უკვე საუბარი, მას აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში. უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას. ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics