16:27 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-25 23:33:34, 983 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს ერთ-ერთ მიზნად დავისახეთ ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა

ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას, სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა.

„2020 წელს, ერთ-ერთ მიზნად დავისახეთ ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნა. ამ მიზნისთვის, 2020 წელს წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მეტი, 100 მილიონი ლარი გამოვყავით. შედეგად, წლის ბოლომდე, ჯამში 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ჯარში გაგრძელდება ინტენსიური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის პროცესი.

მისივე თქმით, არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება-განახლების პარალელურად, ახალი ყაზარმებისა და სხვა სამხედრო ობიექტების მშენებლობაც იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics