|
2020-12-23 12:17:44, 933 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: მუნიციპალიტეტებში რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა იგეგმება
გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტარების კითხვებს უპასუხა. სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და რეზერვის სისტემის შესახებ დასმულ კითხვაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს თემა ქვეყნის დაცვას ეხება და არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ, ნებისმიერი მოქალაქისთვის პრიორიტეტული თემაა. ამ კუთხით შემუშავებული კანონპროექტის საკანონმდებლო უწყებაში განსახილველად შემოტანა პანდემიის გამო შეფერხდა, თუმცა უახლოეს მომავალში სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტი განიხილება. კანონპროექტის მიხედვით მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. მისი თქმით, ყურადღება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო მომზადებაზე გამახვილდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტებში იგეგმება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომელიც გააერთიანებს როგორც სამხედრო სავალდებულო სამსახურს, ასევე რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)