|
2020-11-09 14:52:45, 999 ნახვა
სამხედრო
არმია სუპერლიგის გამარჯვებულია
თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ მინი-ფეხბურთის ტურნირის, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2019-2020 წლის სეზონის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოქმედი ჩემპიონი და ოთხგზის გამარჯვებული "პსპ" 1:0 დაამარცხა და შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. მინი ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატში - ბიზნესის ჩემპიონთა ლიგა წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციები და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირში მონაწილე ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციებშიც დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის საუკეთესო ფეხბურთელი არმიის კაპიტანი, კაპრალ-სპეციალისტი გიგა ბერაია დასახელდა. არმიის ფეხბურთელებმა, ასევე შეჯიბრის საუკეთესო მეკარის და მცველის ნომინაციებშიც გაიმარჯვეს. არმიამ გასულ სეზონში სპორტულ სააგენტო SMB-ის ორგანიზებით გამართულ ოქროს ლიგაშიც გაიმარჯვა და უმაღლეს დივიზიონში, სუპერლიგაში პირველივე ასპარეზობა ტიტულით დაასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)