|
2020-10-27 21:25:49, 1276 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა სენაკის სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე ეცნობა. დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. სენაკში უკვე დასრულებულია მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიისა და საცხოვრებელი კორპუსების პერიმეტრის შემოღობვა, ასევე, ყაზარმების ფასადებისა და სახურავების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. ამ ეტაპზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რემონტდება 6 ყაზარმა, რაც გულისხმობს ახალი საპირფარეშოების, საშხაპეების, პირსაბანების და სამრეცხაოების მოწყობასა და სრულად აღჭურვას, ასევე კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მოწყობას, ოთახებში იატაკების, კედლებისა და ჭერის განახლებას, განათებისა და კავშირგაბმულობის სისტემების, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელების რეაბილიტაციას და ფასადების რემონტს. ამავე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბრიგადის შტაბის შენობის სარემონტო სამუშაოები და 2 სტადიონის მოწყობა. მინისტრის თქმით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე წლის ბოლომდე დასრულდება და სამხედროები სამსახურს ნატოს სტანდარტების თანამედროვე გარემოში განაგრძობენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)