|
2020-10-14 16:19:34, 1181 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს საჩუქრად ექსპონატები გადასცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა. კასპში მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმში დაცული ექსპონატები - გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერლის ღვაწლსა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის გენერალი მაზნიაშვილი სამაგალითოა. საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი 1990 წლიდან ფუნქციონირებს. სახლ-მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან ჩაუტარდა. კერძოდ, შეიცვალა შენობის კარ-ფანჯრები, აივანი და კიბის მოაჯირები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)