|
2020-09-30 10:51:06, 1084 ნახვა
სამხედრო
I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის პროგრამაში ოფიციალურად ჩაერთო
I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, სამხედროებს პროგრამის დაწყება მიულოცა და წვრთნების წარმატებით ჩატარება უსურვა. I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში მომზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის. ქვედანაყოფი წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ვაზიანის, ალგეთის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გაივლის. სწავლებაში ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა. ბატალიონს მოამზადებენ JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I კავალერიის, III ქვეითი დივიზიის, II ბრიგადის ინსტრუქტორთა ჯგუფი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ჩართვამდე მე-11 ბატალიონმა წინამოსამზადებელი 6-თვიანი სწავლება გორსა და ნორიოში ინდივიდუალურ, ათეულისა და ოცეულის დონეზე გაიარა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)