12:45 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 10:46:00, 409 ნახვა

სამართალი
მანანა კობახიძე ეკა ყურშიტაშვილის ქმედებას ხულიგნობად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე მოქალაქე ეკა ყურშიტაშვილის ქმედებას ხულიგნობად აფასებს.

როგორც კობახიძემ "რუსთავი2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, დაუშვებელია და ხულიგნობაა, როცა მოქალაქე წესებს არღვევს და სამართალდამცავს აგინებს. ამასთან, კობახიძის აზრით, პატრულის ქმედებაც არაადეკვატური იყო.

"ის, რაც ქალბატონს ეხება,  ვიტყოდი, აბსოლუტურად ამორალურია, დაუშვებელია, ეს არის სამართალდარღვა.  ჩვეულებრივი ხულიგნობაა, როდესაც სამართალდამცავს აგინებ. არ ემორჩილები მის კანონიერ მოთხოვნას. ეს სრულიად დაუშვებელი რამაა.მაგრამ მეორეა, როგორ მოქმედებს პატრული. რა თქმა უნდა, მე  ვფიქრობ, პატრული მთლად ადეკვატური არ იყო ამ შემთხვევაში. არ შეიძლება ამდენი ალაპარაკო და ასე მისცე საშუალება გაგინონ",-განაცხადა მანანა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩანაწერები გაავრცელეს, სადაც ყურშიტაშვილი პატრულის თანამშრომლებს უწმაწური სიტყვით მიმართავს და ეუბნება, რომ ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით ცინარიძის ახლობელია. 

აღსანიშნავია, რომ ეკა ყურშიტაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება და ამბობს:   „არავის საქმე არაა ვის როგორ ვაგინებ“, შემდეგ კი, „ფეისბუქს“ აუქმებს. ცოტა მოგვიანებით კომენტარს აკეთებს და უარყოფს, რომ იმ მომენტში ის დავით ცინარიძეს ურეკავდა.   

„არანაირ დავით ცინარიძეს არ ვურეკავ. ჩემს მეგობარს ვურეკავდი. სამ თვეში 5500 ლარი გადავიხადე ჯარიმა და დავით ცინარიძეს რომ ვიცნობდე, ამდენ ჯარიმას არ გადავიხდიდი.  გავეღადავე პატრულს. როცა ჭამენ ამნაირი იდიოტი პატრულები, უნდა აჭამო. დავით ცინარიძეს ასი წელი არ დავურეკავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ, მით უფრო, რომ არც ვიცნობ“, - განაცხადა ეკა ყურშიტაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics