11:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-24 12:20:14, 9455 ნახვა

სამხედრო
რეკრუტების ახალმა ნაკადმა საწყისი საბრძოლო მომზადება სიახლეებით დაიწყო

პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ.

აქამდე, სამთვიანი კურსის გავლა, საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე, ანაზღაურების გარეშე ხდებოდა. კიდევ ერთი სიახლე, რაც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველებს დახვდათ, თანამედროვე, ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების ინფრასტრუქტურაა.

დღეიდან 319 რეკრუტი სამხედრო ცხოვრების პირველ ეტაპს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების (CTC) ცენტრში გაივლის, საველე სწავლებები კი, ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულებისას, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. 

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გამგზავრებამდე რეკრუტებს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ. საწყისი საბრძოლო მომზადების პირველი ეტაპი კი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დაიწყეს. გორში მათ სამხედრო ფორმები დაურიგდათ და ინსტრუქტაჟის შემდეგ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში BCT კურსის თეორიული ნაწილი 11 დღე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც რეკრუტებმა სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარება და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics