15:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 11:32:12, 4831 ნახვა

სამხედრო
ღარიბაშვილი - ჩვენი ხელისუფლება ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, ჯარის 99,9% აბსოლუტურად აპოლიტიკურია

იქნება თუ არა ჯარი საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი - ამ საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ჯარის პოლიტიზირებას არ დაუშვებს, არც მმართველი გუნდის და არც სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

"პირველი სიტყვები რაც მე განვუცხადე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას იყო შემდეგი, რომ მე მოვდივარ აბსოლუტურად გულწრფელად, პოლიტიკური ინტერესების გარეშე, მე არ შემომაქვს პოლიტიკური ინტერესები ჯარში, მაგრამ მეორეს მხრივ, მე არ დავუშვებ და შეუწყნარებელი ვიქნები სხვა პოლიტიკური პარტიების ინტერესების გატარების. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ მოვახდინეთ პოლიციის, ჯარის და უშიშროების სამსახურების დეპოლიტიზირება, ჯარის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და საამაყო ინსტიტუციის პოლიტიზირებას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს, ასეთი დავალება და პოლიტიკური ნებაა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ჯარი არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ეკუთვნის და ჯარისკაცების აბსოლუტური უმრავლესობა აპოლიტიკურია:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ 99.9% ჩვენი საამაყო ბიჭების და გმირების, არის აბსოლუტურად აპოლიტიკური და მათთვის სულერთია ვინ იქნება ხელისუფლებაში, მათთვის მთავარია ვინ იზრუნებს ჩვენი ჯარის გაძლიერებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჯარი არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ ძალას, ეს არ არის ჩვენი კუთვნილება, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სიამაყე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics