2020-03-31 08:38:47, 2787 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, საღამოს 21:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე მოქალაქეებს როგორც ფეხით, ისე მანქანით გადაადგილება ეკრძალებათ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება.
შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,