02:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-01 17:39:03, 3910 ნახვა

Lifestyle
ვინ შეცვლის ბენ აფლეკს ბეტმენის როლში? პრეტენდენტების ვინაობა ცნობილია

DC-ს კინოსამყაროს გმირთა შორის "ბეტმენი", ალბათ პირველს თუ არა, მეორე ადგილს ნამდვილად დაიკავებს და ამაში გასაკვირი არაფერია.

ადამიანი-ღამურას კომიქსებზე და მათი მიხედვით შექმნილ მულტფილმებზე თაობებია გაზრდილი. ბოლო რამდენიმე ფილმში "ბეტმენის" როლს მსახიობი ბენ აფლეკი ასრულებდა, მაგრამ მოვიდა დრო ცვლილებების და მსახიობმა როლის შესრულებას პროდიუსინგი არჩია. ამაში გასაკვირი არაფერია - ყველა ჰიუ ჯეკმანი ხომ ვერ იქნება.)

კომპანია Screen Rant-ის ანალიზის განყოფილებამ , რომელიც ფილმებისთვის პერსონაჟების დიაგნოსტიკით არის დაკავებული, კინოსტუდია DC-ს დაკვეთით აღნიშნულ როლზე რამდენიმე მსახიობი უკვე შეარჩია. ესენია:

ჯეკ ო“კონელი (განყოფილების თქმით ის ყველაზე მეტად მოუხდება ამ როლს)


ჯეიმი დორნანი (გრეის 50 ელფერი)


ფინ უიტროკი (ის კომიქსებში დახატულ ბეტმენს ძალიან ჰგავს)


Screen Rant-ის რეკომენდაციის მიხედვით, ბეტმენის როლს აგრეთვე ჯეიკ ჯილენჯოლი, ნიკოლას ჰოლტი და და ბერნ ბარნსი მოუხდებოდნენ.

ვინ იქნება ახალი "ბეტმენი", საბოლოოდ რაღათქმაუნდა DC-ს გადასაწყვეტია, მაგრამ პრეტენდენტების ტიპაჟიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ ადამიანი-ღამურა ამჯერად უფრო ახალგაზრდა აუდიტორიაზე იქნება ორიენტირებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics