12:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 15:54:12, 657 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა კაპრალ რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა

გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მის გმირობაზე ისაუბრა.

„მინდა, მთელ საქართველოს მივუსამძიმრო ჩვენი მებრძოლის დაღუპვა, რომელმაც საქართველოდან შორს ქვეყნის ინტერესებს თავი შესწირა. მისი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის გმირობის კარგი გაკვეთილი იყო. ის ებრძოდა თავის დროზე მტრებს, შემდეგ იმ რეალობას, რომელშიც იმყოფებოდა. მე კაპრალი დავითაია ვნახე გერმანიაში სადაც მკურნალობდა. ძალიან მძიმედ იყო, თუმცა საოცრად ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ვუსამძიმრებ მის ოჯახის წევრებსა და ყველა მის თანამებრძოლს, რომელმაც ეს ფაქტი ძალიან განიცადა“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა.

გენერალური შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ დაჭრილი კაპრალის სიცოცხლის გახანგრძლივებისა და მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავდაცვის უწყებას ძალისხმევა არ დაუშურებია.

გარდაცვალებამდე დაჭრილი სამხედრო საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

„თავდაპირველად გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დახმარებით ასევე გერმანიაში, კერძო კლინიკაში გადავიყვანეთ. ამის შემდეგ, ექიმების რჩევით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მკურნალობის სახლში გაგრძელების შესახებ, მოხდა სახლის ადაპტირება. ვუზრუნველყავით შესაბამისი მოწყობილობის ორგანიზება. საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, ასევე სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით, მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსი გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გააგრძელა. დამერწმუნეთ, თუკი მედიცინის თვალსაზრისით, საქართველოსა და მსოფლიოში რაიმე საუკეთესოს გაკეთება შეიძლებოდა, ყველაფერი გაკეთდა მისი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასწაულის ტოლფასი იყო, რომ ცალი ხელი აამოძრავა და კვლავ შეძლო საუბარი. როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო პროექტი რომ გადაგვეყვანა აშშ-ში, ამ მიმართულებით საქართველოში აშშ-ის საელჩო გვეხმარებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

კაპრალი რამაზ დავითაია გუშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. იგი II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას, სადაც პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics