2015-01-20 22:31:13, 398 ნახვა
საზოგადოება
ჯამბულ გამცემლიძე ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევს
მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას იური ვაზაგაშვილის მკველობის საქმის დეტალების გასარკვევად ორდღიანი ვადა ეძლევა. ამის შესახებ მან ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზ „ჯაზუში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამცემლიძე ხელისუფლებას მომხდარის გამოსაძიებლად, ორდღიან ვადას აძლევს.
„უკვე შვილის საფლავზე მისვლის უნდა გვეშინოდეს, თუმცა, ჩვენ არაფრის გვეშინია. თუ ორ დღეში არ დაიდება ვაზაგაშვილის მკვლელობის დეტალები, მთელ საქართველოს ფეხზე დავაყენეთ“, - აღნიშნა გამცემლიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან