02:27 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 18:29:05, 2807 ნახვა

კულტურა
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეაფასა

ახალმა რედაქციამ ძირეულად შეცვალა და გააუმჯობესა ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების მექანიზმები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებზე- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მინისტრმა კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეაფასა და განაცხადა, რომ დოკუმენტმა ვენეციის კომისიის დადებიტი შეფასება დაიმსახურა. 

„მივესალმებით კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა დაბალანსებას, პარლამენტის როლის ამაღლებასა და ევროპული საპარლამენტო მმართველობის მოდელის დამკვიდრებას ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. ახალი კონსტიტუცია არის სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ჩართულობით მიღებული დოკუმენტი, რომელმაც ვენეციის კომისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციამ ახლებურად მოაწესრიგა ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო - თავდაცვა. ახალმა რედაქციამ ძირეულად შეცვალა და გააუმჯობესა ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების მექანიზმები, რაც დადებითად აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესებზე“,- განცხადა იზორიამ. 

 

(NS)


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics