12:54 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-17 11:29:22, 348 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნება

„2016 წელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნება და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა“,-ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა სპენსერ ოლივიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ოლივიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსაფრთხოების თემებს და რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას.
„შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ვისაუბრეთ საქართველოსა და ეუთოს საპარალამენტო  ასამბლეის სამომავლო  ურთიერთობაზე, გარდა ამისა  2016 წელს ეუთოს  საპარლამენტო ასამბელის საგაზაფხულო სესია თბილისში  გაიხსნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.“,-განაცხადა ოლივიერმა.
ამასთან, როგორ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი დონდუამ აღნიშნა, შეხვედრაზე, ასევე ძირითადი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას და უსაფრთხოების საკითხებს.
„ძირითადი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებს ე.წ. ხელშეკრულებებს, რომელსაც  უკვე ხელი მოეწერა სოხუმში და ალბათ მოეწერა ხელი ცხინვალში. ვისაუბრეთ ტერიტორიებზე  შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე  და იმ როლზე, რომელიც შეიძლება შეასრულოს  ეუთომ“,-განაცხადა დონდუამ.
ცნობისთვის, ეუთოს გენერალური მდივნის სპენსერ ოლივიერის ვიზიტი საქართველოსი 19 იანვარს დასრულდება.
ოფიციალური შეხვედრები გაიმართება, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან ,ასევე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics