2015-01-16 16:49:42, 379 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია: პუშკინის ესტაკადასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაცია უკვე მზადაა
თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, პუშკინის ესტაკადასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაცია უკვე მზადაა და შესაბამისი პროექტის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ.
"პუშკინის ესტაკადასთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია უკვე მზადაა და გამოვაცხადებთ ტენდერს უშუალოდ საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე, რათა შევისყიდოთ ისეთი პროექტი, რომელიც ქალაქის ამ ნაწილთან იქნება შესაბამისობაში",-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან