22:45 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-27 10:58:01, 8031 ნახვა

კულტურა
ქეთევან ფერაძის პროექტი - TERRA MATER „თიბისი არტ გალერეაში“

 თიბისი არტ გალერეაში ქეთევან ფერაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - TERRA MATER (დედამიწა) გაიხსნა.

 ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ 2016-2017 წლებში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის  23 სურათი, ობიექტი და ინსტალაცია.

პროექტი ერთგვარი მოწოდებაა კაცობრიობისთვის, რომ გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ დედამიწას.

ქეთევეან ფერაძე ნამუშევრების შესაქმნელად სხვადასხვა მასალას იყენებს, მათ შორის: ხეს, მინას, რკინას, ვერცხლს, ბრინჯაოს, სპილენძისა და ალუმინის ფხვნილებს. ასევე, ნატურალურ პიგმენტებს - ფირუზს, მალაქიტს;  განგის, წითელი ზღვის, ურეკის და ზანზიბარის ქვიშას.

"ჩვენი დედამიწა, TERRA MATER  - ერთადერთი ცოცხალი და მგრძნობიარე ორგანიზმია ამ უკიდეგანო სამყაროში... ჩემი ახალი პროექტი TERRA MATER - სივრცობრივი კომპოზიციაა, სადაც შეგნებულად გამოვიყენე მიწის გულიდან ამოღებული სიმდიდრე და კიდევ ერთხელ ვთქვი: გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ დედას...",  - ქეთევან ფერაძე.                      

ქეთევან ფერაძის ნამუშევრების უმრავლესობა შესრულებულია ქსოვილებზე, ასევე გრაფიკაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენაში როგორც თბილისში, ისე ჰელსინკში, გიოტებორგსა და მოსკოვში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

პროექტს TERRA MATER თიბისი არტ გალერეა 2018 წლის 21 იანვრამდე უმასპინძლებს.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics