2017-11-21 18:22:09, 7470 ნახვა
Lifestyle
Forbes-მა 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების სია გამოაქვეყნა
ჟურნალმა Forbes-მა 2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების სია გამოაქვეყნა.
სიის პირველი ნომერი 36 წლის ამერიკელი მომღერალი ბიონსე გახდა. მან მიმდინარე წელს 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილი ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა დაიკავა 69$ დოლარით.
44 მილიონი დოლარით მესამე ადგილზეა ამერიკელი ტეილორ სვიფტი. მეოთხე ადგილი კი კანადელმა სელინ დიონმა დაიკავა, რომელმაც წელს 42 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
Forbes–ის სიაში ასევე მოხვდნენ: ჯენიფერ ლოპესი ($38 მილიონი), დოლი პარტონი ($37 მილიონი), რიანა ($36 მილიონი), ბრიტნი სპირსი ($34 მილიონი), ბარბარა სტრეიზანდი ($30 მილიონი).
ავტორი: ,