14:11 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 20:25:18, 855 ნახვა

სხვადასხვა
კომპანია Samsung-ის აქციების ფასი 22 მილიარდი აშშ დოლარით დაეცა

კომპანია Samsung-ის აქციების ფასი ბოლო 2 დღის განმავლობაში 22 მლრდ აშშ დოლარით დაეცა. კომპანიის აქციების ფასის ვარდნა, სმარტფონების - Samsung Galaxy Note 7-ის სკანდალის ფონზე მოხდა. 

ბლუმბერგის მონაცემებით, კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა, გასულ პარასკევს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ურჩია, უარი თქვან Samsung Galaxy Note 7-ის მოხმარებაზე. 

ექსპერტების შეფასებით, აღნინული ინციდენტი კომპანიას "ახალ კოშმარად" მოევლინა. 

შეგახსენებთ, რომ 2 სექტემბერს, Samsung-მა შეაჩერა მათი ბოლო სმარტფონის გაყიდვა, რომელიც ბაზრებზე აგვისტოში გამოჩნდა. კომპანიამ, უკვე გაყიდული მოდელებიც უკან დიბრუნა, რისი მიზეზიც, ტელეფონის დატენვის დროს, ელემენტის აალება გახდა. 

აშშ-ის ხელისუფლებამ, მოქალაქეებს აღნიშნული სმარტფონების მოხმარებისგან თავის შეკავება ურჩია. აშშ-ის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ, Galaxy Note 7-ის თვითმფრინავის ბორტებზე გამოყენებაც აკრძალა. 

  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics