12:38 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-23 16:30:22, 698 ნახვა

სხვადასხვა
Google-მა ვიდეოზარების განსახორციელებლად ახალი აპლიკაცია Duo აამუშავა

Google-მა ვიდეოზარების განსახორციელებლად ახალი აპლიკაცია Duo აამუშავა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, აღნიშნული აპლიკაციით Google-მა კონკურენცია ისეთ პროგრამებს გაუწია, როგორებიცაა Apple-ის FaceTime-ი,  Microsoft-ის Skype-ი და Facebook-ის Messenger-ი.

აღსანიშნვია, რომ აპლიკაცია Duo სხვა ანალოგი პროგრამებისგან მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ ზარის წამოწყებამდე, მომხმარებლის კამერა წინასწარ ირთვება. 

Google-ში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ფუნქცია მომხმარებლებს გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას, უპასუხონ თუ არა ზარს. 

ცნობისთვის, Google-მა აპლიკაცია ჯერ კიდევ მაისში დააანონსა, თუმცა მოხმარებაში ის რამდენიმე დღის წინ შევიდა. 

მედია საშუალების ინფორმაციით, აპლიკაცია Android-ის და Apple-ის სმარტფონებზე მუშაობს. ვიდეოზარის ხარისხი ინტერნეტის სიჩქარეზე იქნება დამოკიდებული. 

ზარის განსახორციელებლად, საკმარისია მომხმარებლის ნომერის ცოდნა. 

აღსანიშნვია, რომ აპლიკაციაში რეგისტრაცია უფასოა და Facebook-ის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი. 

ცნობისთვის, Google-მა მსგავსი აპლიკაცია - Hangouts 2013 წელს გამოუშვა, თუმცა როგორც, კომპანიაში აცხადებენ, ამ აპლიკაციას ბიზნეს-მოლაპარაკებებისთვის იყენებენ.

BBC-ის ინფორმაციით, Google-ი უახლოეს მომავალში კიდევ ერთ აპლიკაცია Allo-ს პრეზენტაციას გააკეთებს. 

კომპანიის ინფორმაციით, აპლიკაცია მომხმარებელს "სწრაფი მესიჯის" ფუნქციას შესტავაზებს. ასე მაგალითად, თუ მეგობარი ძაღლის სურათს გამოგიგზავნით, აპლიკაცია ავტომატურად პასუხს შემოგთავაზებთ : "საყვარელი ძაღლია". 

აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ინკოგნიტოს რეჟიმშიც იქნება ხელმისაწვდომი. ასევე მესიჯები ავტომატურად წაშლას დაექვემდებარება. ამასთანავე, აპლიკაციას Google Assistant-ის ფუნქცია და თამაშები ექნება. 

Google Assistant-ი მომხმარებელს ისეთ ფუნქციას შესთავაზებს, როგორიცაა ფილმის შერჩევა საყურებლად და მატარებლის ბილეთის შეძენა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics