|
2015-01-09 17:15:04, 313 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის საელჩოში ფრანგული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმის გამო სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. გიორგი მარგველაშვილმა თანადგომა გამოუცხადა საფრანგეთის მთავრობას, დაღუპულთა ოჯახისწევრებს და მთელ ფრანგ ხალხს. სახელმწიფოს მეთაურმა პირადად მიუსამძიმრა საფრანგეთის საგანგებოდა სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალენსს. „ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით, ამ ძნელბედობის ჟამს საფრანგეთს დასაფრანგეთის მთავრობას მხარდაჭერა გამოვუცხადეთ; მივუსამძიმრეთ გარდაცვლილთა ოჯახებს დაფრანგ ხალხს. ვიმედოვნებთ, რომ ის, რაც ამ საათებში ხდება - ტერორისტთა გაუვნებელყოფის ოპერაცია- მსხვერპლის გარეშე დასრულდება“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. შეგახსენებთ, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)