2016-08-08 10:58:29, 1048 ნახვა
კომენტარი
შს მინისტრი: სიტყვები უძლურია, გამოხატოს ის ტკივილი, რომელიც ამ დღეს უკავშირდება
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მან ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. დღეს ის დღეა, როდესაც სიტყვები უძლურია, გამოხატოს ის ტკივილი, ღირსება, მადლიერება, რომელიც ამ დღეს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ბიჭების მაგალითაზე გაიზრდებიან საქართველოში ახალგაზრდები“, - გიორგი მღებრიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან