2016-06-20 14:21:00, 858 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი: საქართველოში არავითარი პირადი ბიზნესინტერესები არ მაქვს
საქართველოში არავითარი პირადი ბიზნესინტერესები არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანიშვილის თქმით, მისი ინტერესები მხოლოდ ქვეყნის განვითარებას ემსახურება.
„არავითარი ინტერესები, გარდა ქვეყნის ინტერესისა არ გამაჩნია. პოლიტიკაში მოვედი და იოლად წავედი. არავითარი სხვა თანამდებობის ძიებაში არ გახლავრთ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან