2016-06-17 15:36:02, 958 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, რესტორან სანაპიროს მოპირდაპირე მხარეს ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ნივთის დაზიანება/განადგურება ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან