2016-04-04 09:07:08, 804 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს
"შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს, ესკალაციას",- ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ სასტუმრო " რადისონში" ჟურნალისტებს განუცხადა.
"მნიშვნელოვანია, ვითარება დასტაბილურდეს და კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით გაგრძელდეს. საქართველოს შესაბამის უწყებებს აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია მხარეებთან',- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან