18:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-13 17:01:28, 732 ნახვა

საზოგადოება
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ქალაქ ტაგანროგში დრონების საწარმოებელ ობიექტს თავს დაესხნენ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში დრონების საწარმოებელ ობიექტზე იერიში მიიტანეს. უკრაინის სპეცსამსახურებმა, უკრაინის შეიაღარებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით, ქარხანა „ატლანტ აეროს“ დაარტყეს, რომელიც როსტოვის ოლქში მდებარეობს. დარტყმის შედეგად ძლიერი აფეთქებები მოხდა და ობიექტში ხანძარი გაჩნდა.

უკრაინული მედიის თანახმად, „ატლანტ აერო“ დაკავებულია „მოლნიის“ ტიპის მოიერიშე და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი „ორიონის“ უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტების დიზაინის, წარმოებისა და ტესტირების სრული ციკლით.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქარხნის განადგურება შეამცირებს უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების მოცულობას და შეასუსტებს დამპყრობლების ტექნიკურ შესაძლებლობებს, ჩაატარონ სადაზვერვო და დარტყმითი ოპერაციები დრონების გამოყენებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics