21:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 12:29:15, 4920 ნახვა

სამართალი
BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით, სუს-ში გამოკითხვაზე ეკა გიგაურიც დაიბარეს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, BBC-სთვის მიცემული ინტერვიუს გამო, მათი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) გამოკითხვაზე დაიბარეს. 

ორგანიზაციის განცხადებით, გიგაური საქალაქო სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხება. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს), BBC-ს საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით, მოწმის სტატუსით, გამოკითხვაზე დაიბარა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დირეტორი ეკა გიგაური. მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა.

ფილმში ეკა გიგაური იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს, რომელსაც ქართული ოცნება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს. სუს-ის მიერ ფილმში რესპოდენტებად მყოფი ადამიანების, მათ შორის, ეკა გიგაურის გამოკითხვაზე დაბარება აჩენს ძლიერ ეჭვს, რომ მათი მიზანი არა ჭეშმარიტების დადგენა, არამედ ზეწოლის გაძიერებაა უფლებადაცვით ორგანიზაციებზე.

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ გასცეს დამაჯერებელი პასუხი, თუ რა ქიმიური საშუალებების გამოყენებით ხდებოდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების დარბევა, სუს-ი გამოკითხვაზე იბარებს იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საგამოძიებო ორგანოებს 1 წელი ჰქონდათ იმისთვის, რომ ადამიანების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ჩართული პირები გამოეკვეთათ და პასუხისგებაში მიეცათ, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი დასჯილი არ არის. ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პირბადეების, საწვიმრების და სხვა მსგავსი დამცავი საშუალებების შეძენის გამო ქართული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სოლიდარობის ფონდების წარმომადგენლები გამოძიების ქვეშ არიან" - წერს ორგანიზაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
ირანმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შესახებ განაცხადა და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.
„ბოროტება და სიგიჟე“- MAGA-ს აქტივისტებმა ტრამპის გადადგომის მოთხოვნა დაიწყეს
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics