05:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 11:08:09, 688 ნახვა

სამართალი
კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული  საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით  წარსულში ნასამართლევი პირები: 1986 წელს დაბადებული ი.გ.  და 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა  ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების და ეზოების  ჩხრეკის შედეგად,  ნივთმტკიცებად ამოიღეს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და  ნარკოტიკული საშუალების შემცველი  „მცენარე კანაფი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა  მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics