14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-24 19:23:53, 1407 ნახვა

სამართალი
ფარცხალაძემ მიქაძეებს 5 მლნ დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა – დეტექტივი

თბილისის საქალაქო სასამართლოში იზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესზე, დეტექტივმა, რობიკო გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ ძმებ მიქაძეებს 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთა. 

მისივე თქმით, ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ჯანგველაძეზე ფიზიკურად მოქმედებას, რადგან მისი ძმა ე.წ. კანონიერი ქურდია.

"ოპერატიული ინფორმაცია მივიღე, რომლის მიხედვითაც გიორგი კაჭკაშივილი ძმები მიქაძეების დაჯგუფების წევრი იყო. ოპერატიყლი ინფორმაციის მიხედვით, მის ტელეფონში არის ინფორმაცია სანდრო წივწივაძის იარაღების შესახებ. ის ნერვიულობდა, რომ სამართალდამცავებს შეიძლებოდა მისი ტელეფონი ადვილად გაეხსნათ, რადგან პაროლად მისი დაბადების წელი ეყენა და იარაღების შესახებ მიეღოთ ინფორმაცია, ამ იარაღებიდან ერთ-ერთით გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძე მოკლა.

ოთარ ფარცხალაძეს და ძმებ მიქაძეებს ჯანგველაძესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, რომელიც სიგარეტისა და ალკოჰოლის რუსეთში ექსპორტს შეეხებოდა. ძმები მიქაძეები ვერ ბედავდნენ ფიზიკურ მოქმედებას, რადგან ლევანის ძმა კანონიერი ქურდია. შემდეგ მკვლელობის ინიციატორად დასახელდა ე.წ. კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" შვილიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics