14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 13:54:56, 927 ნახვა

სამართალი
ნინო დათაშვილი ციხის პალატაში გადაიყვანეს, თუმცა ეს საკმარისი არაა - ადვოკატი

ადვოკატმა მარიკა არევაძემ რეჟიმის პატიმარი, ნინო დათაშვილი მოინახულა. ის ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დათაშვილი ციხის სპეციალურ პალატაში გადაიყვანეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს საკმარისი არაა, რადგან დათაშვილს სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება. 

"ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში უკვე მეორედ დამძიმდა. უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, საერთოდ მოძრაობა [...] ის ციხის შედარებით ადაპტირებულ პალატაში გადაიყვანეს, სადაც ისეთი საწოლის გამოყენებაა შესაძლებელი, რომელიც ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოცემულობასთან უფრო მეტად მორგებულია, თუმცა, ეს საკმარისი არაა [...]

ოპერაცია საჭიროებს ძალიან რთულ ჩარევას და შემდეგ კიდევ უფრო მეტად მძიმე რეაბილიტაციის პერიოდს, რაც აუცილებელია, რომ მხოლოდ და მხოლოდ სახლის პირობებში მოხდეს. ციხის პირობებში მისი გამოჯანმრთელება ფაქტობრივად შეუძლებელია [...] რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ადამიანის წამება და ეს აბსურდული წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს, რომ ნინომ შეძლოს მკურნალობა კლინიკის და რეაბილიტაცია სახლის პირობებში". - ამბობს ადვოკატი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics