22:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-22 11:17:11, 1032 ნახვა

სამართალი
პოლიციამ 2 კილოგრამამდე „მეთადონი“ და ნახევარ კილოგრამამდე „ალფა პვპ“ ამოიღო- დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.  ამოღებულია 2 კილოგრამამდე „მეთადონი“ და ნახევარ კილოგრამამდე „ალფა პვპ“.

დანაშაული 20 წლით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული, ი.ს.  ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ალფა - პვპ ამოიღეს.

გამოძიების მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულისთვის, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულ სხვა პირებს, საქართველოში შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნარკოტიკული საშუალება სატვირთო ავტომობილით უნდა გამოეგზავნათ. ვინაიდან ი.ს. დაკავებული იყო ბრალდებულის სახით და გარკვეული პერიოდის მანძილზე ვერ ხერხდებოდა მასთან დაკავშირება, გამოძიებისთვის უცნობი პირების მიერ მოხდა მისი ჩანაცვლება სხვა პირით, რომელსაც შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება უნდა გადასცემოდა.

კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უმოკლეს ვადაში მოხდა დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც რუსეთის მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ა.ტ. და აზერბაიჯანის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული კ.მ. სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

დადგინდა, რომ ბრალდებულმა ა.ტ.-მ სატვირთო ავტომობილის საშუალებით, საქართველოში 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ შემოიტანა და აზერბაიჯანის მოქალაქე კ.მ.-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით გადასცა.

სამართალდამცველებმა კ.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომობილის ჩხრეკისას, ორ შეკვრად დაფასოებული, 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება  ავტომობილის საბარგულში მოთავსებულ მეტალის აგრეგატში მოწყობილ სამალავში ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამართალდამცველების მიერ აქტიურად მიმდინარეობს კომპლექსური ღონისძიებების გატარება აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics