14:25 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-13 09:34:31, 1485 ნახვა

სამართალი
დღეს სასამართლო ხაბეიშვილისადმი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

ლევან ხაბეიშვილის პატიმრობით აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.

“დღეს  ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ. მთავარი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს, ეს ქვეყანა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების კი არა, ჩვენი, თითოეული მოქალაქისაა. 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობისა და მშვიდობიანი რევოლუციის დღე.” - წერს “ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში

ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, სუსის თანამშრომლებმა.

სუსში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი დაკავებულია იმის გამო, რომ იგი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.

მას ბრალად ედება „ქრთამის მიცემა - ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად“ - და ისჯება 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics