12:51 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-30 11:29:30, 1185 ნახვა

სამართალი
პოლიციამ სახლში კანაფის მოყვანისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გ.მ. - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სპეციალურად მოწყობილი ე.წ „გროუბოქსები“ - დან ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალების შემცველი „მცენარე კანაფის“ 33 ძირი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics