|
2025-05-25 15:27:08, 932 ნახვა
სამართალი
პოლიციამ აჭარაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ჯ.ბ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ყოფით თემაზე დაწყებული დაპირისპირებისას, ნაცნობებს: 1997 წელს დაბადებულ გ.ლ. - ს და 1998 წელს დაბადებულ ლ.ქ.- ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი - გ.ლ. მიღებული დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა. პოლიციამ ჯ.ბ. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 -ე მუხლით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)