00:23 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 14:57:47, 1034 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბილისი მოლთან“ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის საქმეზე ბრალდებული გიგი უგულავას და კიდევ 7 პირის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების - გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუპატაძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

როგორც პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, პოლიტიკური დევნაა.

„საზოგადოებას ახსოვს, ეს სამართლის მორიგი აბსურდი, იმდენად, რომ ბოლოს თავად მოუწიათ შეცვლა წინასწარი პატიმრობის. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნაა, დღეს გაცილებით მძიმე ამბები ხდება, ჩვენ ვაკვირდებით გამოცხადებული დაჭერების ქრონიკას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, „ყველა პროცესი უკანონოა, ეს სასამართლო არ არის, მონსტრების კორპორაციაა, რომელსაც რასაც უბრძანებენ იმას აკეთებს“.

ასევე, დღევანდელ პროცესზე გადაწყდება, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

ცნობისთვის, ბრალდებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics