13:25 - 13 Apr, 2026
|
2025-05-08 15:34:48, 825 ნახვა
სამართალი
ვარშავის უნივერსიტეტში ქალი ნაჯახის გამოყენებით მოკლეს
პოლონეთში, ვარშავის უნივერსიტეტში ქალი ნაჯახის გამოყენებით მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. უნივერსიტეტის განცხადებით, მოკლული ქალი მათი თანამშრომელი იყო და თავდასხმა უნივერსიტეტის მთავარი კამპუსის შენობაში მოხდა და სერიოზულად დაშავებულია მათი დაცვის წევრიც, რომელიც ქალის დასახმარებლად მივიდა. პოლიციის ცნობით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 22-წლის პოლონელი კაცი, მკვლელობის მოტივი კი ამ დრომდე უცნობია. პროკურატურის თქმით, თავდამსხმელი სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. უნივერსიტეტმა მომხდარი ტრაგედიის ფონზე გლოვის დღე გამოაცხადა და დღეს ლექციები არ ჩატარდება. პოლონური მედიის ცნობით, ქალი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა 53 წლის იყო, დაშავებული დაცვის თანამშრომელი კი 39 წლისაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)