10:06 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 16:08:29, 731 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსთან ჭიათურელი მაღაროელების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროსთან ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები მიხელი სარჯველაძის პასუხის ელოდებიან. მაღაროში მომუშავე ადამიანები მიიჩნევენ, რომ მათი შრომითი უფლებები ირღვევა.

"ჯორჯიან მაგნეზიის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები  3 თვის ხელფასის ანაზღაურებასა და ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაციას მოითხოვენ.

ჭიათურაში ყველაფერი გაჩერებულია და ხალხი შიმშილის პირას არის. სამი თვის ხელფასი არ აუღიათ, სამი თვის ხელფასი 60%, ამიტომ პირველ რიგში ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს და შემდგომ აუცილებელია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოადგინოს გეგმა რეგიონის განვითარების, რადგან ეს პრობლემა დღეს თუ გადაიჭრა ხვალ და ზეგ ისევ დაგვიდგება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 გაჭირვების ზღვარზეა ქალაქი, გაჭირვების ზღვარზეა მოსახლეობა- ამბობს აქციის მონაწილე.

ზუსტად ოთხი დღის წინ ვიყავი ქალაქში თითქოს შენობებიც კი ტირის. ვერ წარმოიდგენთ, რა მდგომარეობა აქვთ მაღაზიებში, რა მდგომარეობაა სკოლებში. ეს არის უკიდურესი გაჭირვება. ნელ-ნელა მიიყვანე ჩვენი მოსახლეობა ამ დღეში. 3500 მაღაროელის უკან სამჯერ და ოთხჯერ მეტი ხალხი დგას", -ამბობს აქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები შეჩერებულია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics