10:47 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-15 21:46:52, 2592 ნახვა

სხვადასხვა
ამერიკელების უმრავლესობა უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოლიტიკას, საზიანოდ მიიჩნევს

CNN-ის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელთა უმრავლესობა არ ეთანხმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას უკრაინის ომთან დაკავშირებით და სკეპტიკურადაა განწყობილი მისი მშვიდობის მიღწევის პერსპექტივის მიმართ. კვლევაში, რომელიც SSRS-მა ჩაატარა, 59% მიიჩნევს, რომ ტრამპის მიდგომა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან მიმართებაში ვერ გამოიღებს ხანგრძლივ მშვიდობას.

ამერიკელი დიპლომატები ამჟამად ცდილობენ, დაარწმუნონ რუსეთი დროებითი ცეცხლის შეწყვეტაში, თუმცა ტრამპმა ომის მიზეზად თავად უკრაინა დაასახელა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "დიქტატორად" მოიხსენია, რამაც ევროპელი პარტნიორებისა და შიდა კრიტიკოსების უკმაყოფილება გამოიწვია.

კვლევის მიხედვით, 50% ამერიკელებისა ფიქრობს, რომ ტრამპის მიდგომა აშშ-სთვის საზიანოა, მაშინ როდესაც მხოლოდ 29% მიიჩნევს მას დადებითად. ტრამპის საგარეო პოლიტიკას უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს – 54% თვლის, რომ მისი გადაწყვეტილებები აზიანებს აშშ-ის საერთაშორისო პოზიციებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics