|
2025-03-13 10:44:52, 622 ნახვა
სამართალი
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, კრიმინალური პოლიციის დეტექტივი დააკავა
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში, მასზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა არაერთხელ განახორციელა. 2024 წლის გაზაფხულზე, დაბა სურამში, ბრალდებული მეუღლესთან შელაპარაკების ნიადაგზე მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიადო და დაზარალებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცავი მეუღლეზე ძალადობას და მუქარას შემდგომშიც აგრძელებდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე აწარმოვა. გამოიკითხა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, გამოთხოვილი იქნა ელექტრონული ინფორმაცია და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა დეტექტივი. პროკურატურის დადგენილებით, სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (პრიმა) მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და 11 (პრიმა) 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით წარედგინა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)